დიმიტრი პესკოვი ლუგანსკში ჩავიდა
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ლუგანსკს ეწვია. პესკოვის თქმით, ადგილზე რთულ ეკონომიკურ და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში პროფესიონალი სპეციალისტები მუშაობენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„პროფესიონალი ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო ორგანოებში, ასევე ბლოგერები, მედიას ხელმძღვანელობენ და ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ მათ ფედერალურ მედიასთან
შედარებით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ კრემლის სპიკერი ეწვია ლუგანსკს, სადაც მან ტრენინგ პროგრამა გამართა ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ მედიისა და პრესსამსახურების წარმომადგენლებისთვის.

Print ელ. ფოსტა
თეგები: კრემლ
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები