უკრაინა ბელარუსის საზღვარზე კედელს აშენებს
უკრაინა ბელარუსის საზღვარზე კედელს აშენებს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გაავრცელა ვიდეო თუ როგორ მიმდინარეობს კედლის მშენებლობა ბელარუსის საზღვარზე.

„ასე შენდება კედელი ბელარუსის საზღვარზე ვოლინის რეგიონში. ეს არის რკინაბეტონის
ღობე მავთულხლართებით. ეს არის საინჟინრო ბარიერების ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც დაყენდება ჩვენი საზღვრის დასაცავად. რა თქმა უნდა, მუშაობა მიმდინარეობს არა მხოლოდ ვოლინში. ეს ეხება ბელარუსისა და რუსეთის მოსაზღვრე ყველა რეგიონს“,
- აღნიშნა ტიმოშენკომ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბანში ძმამ და მოკლა.
09:45 / 17.05.2024