იენს სტოლტენბერგი - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიც საქართველოა
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორებთან მუშაობა, როგორიც საქართველოა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“უპირველეს ყოვლისა, თვის ბოლოს ჩვენ გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბუქარესტში. ეს საშუალებას მოგვცემს უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოვხატოთ და განვიხილოთ როგორ გავზარდოთ და შევინარჩუნოთ უკრაინისადმი დახმარება.

ეს ასევე შესაძლებლობა იქნება შევაფასოთ ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება და ასევე შევხვდეთ პარტნიორებს. რა თქმა უნდა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომს ვხედავთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლოს ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა, და ეს, რა თქმა უნდა, ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი
იქნება”,
- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 29-30 ნოემბერს გაიმართება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები