რეჯეფ თაიფ ერდოღანი პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმას „სავარაუდოდ ტექნიკურ შეცდომას“ უწოდებს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის სერიოზულად აღიქვამს რუსეთის უარყოფას პოლონეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე. თურქეთის პირველი პირის თქმით, ეს სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომის შედეგი იყო.

ერდოღანმა აღნიშნული განცხადება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.

„მე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შევხვდი. არის ზოგადი შთაბეჭდილება, რომ ეს რაკეტა რუსული წარმოების არ არის“
, - აღნიშნა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, დაჟინებით არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს. მისივე თქმით, ეს პროვოკაცია იქნება.

„მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ დიალოგით და ჩვენ გვსურს დიალოგის დამყარება“,
- დასძინა ერდოღანმა.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები