უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, შავი ზღვის პორტების საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდება
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, შავი ზღვის პორტების საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა 120 დღით გახანგრძლივდება.

მინისტრმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ შეთანხმება მიღწეულია გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

„პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და თურქეთის თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აკართან ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი
გადადგა სასურსათო კრიზისთან გლობალურ ბრძოლაში“,
- აცხადებს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი.

მისი თქმით, უკრაინამ ოფიციალურად მიმართა ივლისში შეთანხმებული ინიციატივის გაგრძელების თაობაზე.

„ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ პარტნიორებს ინიციატივის 1 წლით გახანგრძლივების და მასში მიკოლაივის პორტის ჩართვის წინადადებით“,
- წერს ალექსანდრ კუბრაკოვი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები