რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა „მარცვლეულის დერეფნის“ საკითხი განიხილეს
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი ურთიერთობები, გაზის ჰაბის პროექტი და „მარცვლეულის დერეფანი“ განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისი ავრცელებს.

„მოლაპარაკებების დროს განიხილეს რეგიონული საკითხები, განსაკუთრებით თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები და „მარცვლეულის დერეფნის“ ირგვლივ ვითარება. პრეზიდენტმა ერდოღანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულების 120 დღით გახანგრძლივების საკითხში
კონსტრუქციული პოზიციისთვის“,
- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ერდოღანმა კმაყოფილება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის წინადადების მიმართ, რომელიც თურქეთში ბუნებრივი გაზის ცენტრის დაარსებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, სპეციალური ჯგუფები საერთო მიზნების რაც შეიძლება მალე მისაღწევად საჭირო ტექნიკურ, სამართლებრივ და კომერციულ შეფასებებს განახორციელებენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები