ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ტოყაევი 81%-ით იმარჯვებს
ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 81.31%-ით იმარჯვებს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი.

20 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებში პრეზიდენტობის კიდევ 5 კანდიდატი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, მათგან საუკეთესო
შედეგის მქონეს, პარტია "აუილის"(სოფელი) კანდიდატ ჟიგული დაირაბაევს 3.42% აქვს. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 5.8%-მა.

ყაზახეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 69% შეადგინა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები