იერუსალიმთან ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა
იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის ორ გაჩერებაზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა.

ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ებრაული მედიის თავდაპირველი ინფორმაციით, აფეთქებები ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო მოხდა.

პირველი აფეთქება იერუსალიმის მთავარ შესასვლელთან ახლოს დაახლოებით დილის 7:00-საათისთვის მოხდა. მეორე აფეთქება კი მალევე, იერუსალიმის კიდევ ერთ შესასვლელთან, დილის 7:30 საათისთვის მოხდა.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბანში ძმამ და მოკლა.
09:45 / 17.05.2024