მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება გაისმა, არის დაშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Correo de la Axarqua ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, საელჩოში ბომბიანი კონვერტი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

“მუშამ მსუბუქი ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში იმყოფება”, - წერია ესპანურ გამოცემაში.

აღინიშნება, რომ დაახლოებით 13:00 საათზე, ესპანეთის ეროვნულ პოლიციაში მივიდა ცნობა მადრიდში უკრაინის საელჩოში მომხდარი აფეთქების შესახებ,
რომელიც კონტე დე ორგასის რაიონში მდებარეობს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

“ეროვნული პოლიცია უკვე იძიებს ფაქტებს სამეცნიერო პოლიციისა და პროვინციული საინფორმაციო ბრიგადის მონაწილეობით”, - აღნიშნეს სამართალდამცავებმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ დაადასტურა უკრაინის საელჩოში მომხდარი ინციდენტი.

“ესპანეთში უკრაინის საელჩოში კონვერტი მივიდა. დათვალიერების დროს კონვერტი კომენდანტის ხელებში აფეთქდა. კომენდანტმა უმნიშვნელო ჭრილობები მიიღო, ახლა იგი ჰოსპიტალიზებულია, მას აუცილებელი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, - აღნიშნა ნიკოლენკომ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები