ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული კიდევ ერთი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. BBC-ი ირანულ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაჯედ რეზა რაჰნავარდი, რომელიც უსაფრთხოების ძალების მკვლელობის და დაჭრისთვის იყო მსჯავრდებული, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩეს.

დაახლოებით სამთვიან საპროტესტო გამოსვლებთან
დაკავშირებით პირველი მსჯავრდებული ირანში რამდენიმე დღის წინ დასაჯეს სიკვდილით.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები