უკრაინის გენშტაბი - რუსულმა ძალებმა უკრაინაში 100 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგეს
რუსეთმა უკრაინაში 100 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში.

„თითქმის 9 თვის განმავლობაში, რუსეთმა უკვე დაკარგა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 3 000 ტანკი და დაახლოებით 6000 სხვა ჯავშანტექნიკა უკრაინაში“,
- აცხადებენ გენშტაბში.

უწყების მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 14 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის,
იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.

ასევე, უკრაინელმა დამცველებმა ჩამოაგდეს მტრის კუთვნილი Forpost-ისა და Lancet-3 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები.

„უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა სამ სამეთაურო პუნქტს და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის ორ ზონას დაარტყეს“,
- აცხადებენ გენშტაბში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები