იაპონიაში დიდთოვლობას 17 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში დიდთოვლობას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავდა კიდევ 110 ადამიანი.

ჩრდილოეთით და ქვეყნის დასავლეთით იაპონიის ზღვის სანაპიროზე თოვა 17 დეკემბერს დაიწყო. ამჟამად, იამაგატას პრეფექტურაში თოვლის სიღრმე 169 სანტიმეტრია. ყველაზე მეტი უბედური შემთხვევა,
რამაც ადამიანების დაღუპვა ან დაშავება გამოიწვია, შენობების სახურავების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებს უკავშირდება.

დიდთოვლობამ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. ნიიგატას პრეფექტურაში თითქმის 1 000 ოჯახი მეცხრე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები