ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ინდუსტრიულ კომისიაში (MIC) უშიშროების
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი შეიყვანა.
შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე
გამოქვეყნდა.
მედვედევმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამხედრო-სამრეწველო
კომპლექსის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა.
სამხედრო სამრეწველო კომისია არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც
შექმნილია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო პოლიტიკის
ორგანიზებისთვის, თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და
სამართალდამცავი ორგანოების სამხედრო-ტექნიკური უზრუნველყოფის
სფეროში.
მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს.