თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 16 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 16 035-ს მიაღწია, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სირიაში სტიქიას მინიმუმ 3 162 ადამიანი ემსხვერპლა, თურქეთში კი დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 12 873-მდე გაიზარდა.

ამასთან, დღეს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიწისძვრისგან დაზარალებულ სამ ქალაქს - გაზიანთეფს, ოსმანიესა და ქილისს ეწვევა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები