თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა
მიწისძვრის შედეგად თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს.

ქოჯას თქმით, 10 თებერვლის საღამოსთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 20 213 ადამიანს შეადგენს. დაშავებულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა.

მაშველები საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს აგრძელებენ. პარასკევს ბევრი ადამიანი იპოვეს, ვინც ნანგრევების ქვეშ 100 საათზე მეტი გაატარა.

სირიაში გარდაცვლილებთან ერთად, მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 24 ათასს უახლოვდება. „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, რომლებიც სირიაში ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობენ, 10 თებერვლის დილისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 2 037 ადამიანს შეადგენს. სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 347 ადამიანია გარდაცვლილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები