აშშ-მა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებაზე 522 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებაზე ორ კომპანიასთან 522 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

მედიის ინფორმაციით, შეკვეთა მიიღეს Northrop Grumman Systems-მა და Global Military Products-მა.

შეერთებული შტატები ახალი ტვირთიდან საბრძოლო მასალის უკრაინაში ჩატანას მარტში გეგმავს. კონტრაქტები დაიდო პენტაგონის ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანი უკრაინის უსაფრთხოების შენარჩუნებაა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები