თურქეთში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურზე (AFAD) დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჰათაის პროვინციაში მდებარე ქალაქ დეფნეში იყო.

როგორც მედია იტყობინება, მიწისძვრამ რამდენიმე დაზიანებული შენობის ჩამონგრევა გამოიწვია, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, მიწისძვრა სირიაში, იორდანიაში, ისრაელსა და ეგვიპტეშიც იგრძნობოდა.

შეგახსენებთ, დაახლოებით 2 კვირის წინ, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რასაც მხოლოდ თურქეთში 41 100 ადამიანი ემსხვერპლა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები