ჯო ბაიდენი - უკრაინა არასდროს მისცემს გამარჯვებას რუსეთს - უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა, ნატო არ დაიყოფა და ჩვენ არ დავიღლებით
ახლა ისტორიის გარდამტეხი მომენტია, რომელიც ათწლეულებით განსაზღვრავს მომავალს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.


“მუდმივი ფასეულობები უნდა დავიცვათ - არჩევანი იმედსა და შიშს შორის, თავისუფლებასა და მონობას შორის, შეზღუდვებსა და შესაძლებლობებს შორის. შესაძლებლობები ჩნდება, როდესაც ხალხი თავისუფალია. არ არსებობს უფრო დიდი მისწრაფება, ვიდრე თავისუფლება. ამაზე არის ამერიკა აშენებული”,
- თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, დიქტატორებსა და ტირანებს მხოლოდ “არა, არა და არა” სიტყვები ესმით.

“დიქტატორი ვერასდროს ვერ შეძლებს ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის დამარცხებას. უკრაინა არასდროს არ მისცემს გამარჯვებას რუსეთს… პუტინს ნატოს “ფინლანდიზაცია” სურდა, ამის ნაცვლად ფინეთის “ნატოიზაცია” მიიღო”,
- თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზელენსკი დემოკრატიული მთავრობის მეთაურია, რომელიც ხალხის ნებას წარმოადგენს.

“ეჭვი არ უნდა არსებობდეს. უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ შეირყევა, ნატო არ დაიყოფა და ჩვენ არ დავიღლებით”,
- თქვა ბაიდენმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები