მატარებლების შეჯახების შედეგად საბერძნეთში 32 ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთში სამგზავრო მატარებელი სატვირთოს შეეჯახა, რასაც 32 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი ათეულებს აღწევს.

BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ ღამეს, მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო მატარებელი სალონიკიდან ათენის მიმართულებით მიდიოდა. მატარებლით 350-მდე ადამიანი მგზავრობდა.

სამაშველო სამსახურები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ავარიიდან 5 საათის შემდეგაც კი პოულობდნენ დაღუპულთა ცხედრებს.

როგორც თვითმხილველები იხსენებენ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოახერხეს, ვაგონები რელსებიდან გადავარდა და ხანძარი გაჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები