მედია - ევროპარლამენტი თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს
ევროპარლამენტმა პერსონალს სოციალური მედიის აპლიკაციის TikTok- ის გამოყენება აუკრძალა და ევროპარლამენტარებსა და სხვა თანამშრომლებს რეკომენდაცია მისცა, აღნიშნული აპლიკაცია თავიანთი ტელეფონებიდანაც წაშალონ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და გენერალურმა მდივანმა ალესანდრო ჩიოჩეტიმ პარლაენტის დაახლოებით 8000 თანამშრომელს განუცხადეს, რომ TikTok-ი კორპორატიული მოწყობილობებიდან 20 მარტამდე უნდა წაშალონ.

ამასთან, Politico-ს ცნობით, გაიცა მკაცრის რეკომენდაცია, რომ ევროპარლამენტარებმა, მათმა თანამშრომლებმა და აკრედიტებულმა თანაშემწეებმა Tiktok-ი პირადი მოწყობილობებიდანაც წაშალონ.

”სოციალური მედიის პლატფორმის, TikTok- ის გამოყენებაზე კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება წამოიჭრა. კერძოდ, მესამე პირების მიერ მონაცემთა დაცვისა და მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით”,
- ნათქვამია პარლამენტის ელექტრონულ წერილში, რომელიც თანამშრომლებს გაუგზავნეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები