რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის გამოცდისას ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
რუსეთში, ულიანოვსკში, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76МД-ს საქარხნო გამოცდისას მომხდარი კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ფიუზელაჟის ჰერმეტულობის შემოწმებისას აფეთქება მოხდა, წერს გამოცემა „ბაზა“.

ფიუზელაჟის აწყობის ერთ-ერთ ეტაპზე ამოწმებენ მის ჰერმეტულობას. მასში აირს ტუმბავენ და წარმოქმნიან წნევას, იტყობინება გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაცია. 2 მარტს ამ სამუშაოების ჩატარებისას თვითმფრინავის კორპუსმა ჰერმეტულობა დაკარგა. გამოცემა „ულპრესა“ აზუსტებს, რომ კორპუსიდან დეტალები გამოფრინდა. დაღუპული 45 წლის იყო, მის ვინაობას არ აცხადებენ.

Ил-76-ს 1975 წლიდან უშვებენ. ეს რუსეთში ძირითადი მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია. დეკემბრის მდგომარეობით, „ავიასტარმა“ საერთო ჯამში ააგო და ჩააბარა 17 ერთეული Ил-76МД. წელიწადში აგებენ მაქსიმუმ ოთხ ასეთ თვითმფრინავს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები