„დოჟდის“ ჟურნალისტის თქმით, საქართველოში მათი კორესპონდენტი არ შემოუშვეს
„დოჟდის“ ჟურნალისტი ანა მონგაიტი აცხადებს, რომ საქართველოში მათი კორესპონდენტი საშა შვედჩენკო არ შემოუშვეს.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საშა შვედჩენკო საქართველოში ცხოვრობდა და 10 დღით რიგაში იმყოფებოდა.

დღეს, 14 მარტს კი, რიგადან საქართველოში დაბრუნებისას საზღვარზე მას დეპორტაციის ცნობა მისცეს.

„სახლში ბრუნდებოდა, საზღვარზე უპრეცედენტო 10 წუთში დეპორტაციის ცნობა მისცეს. სტუმართმოყვარე საქართველო სპეციალურად თქვენთვის დაკეტილია. მართალი გითხრათ, ამის მოთმენა შეუძლებელია“, – წერს Facebook-ზე ანა მონგაიტი.

მისივე ცნობით, საშა შვედჩენკო რიგაში დაბრუნდა.


ნეტგაზეთი ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაარკვიოს, რა გახდა საშა შვედჩენკოს საქართველოში არშემოშვების მიზეზი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები