აზერბაიჯანმა ოთხი ირანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
აზერბაიჯანმა ოთხი ირანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა 48 საათში უნდა დატოვონ.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ინფორმაციით, ირანის ელჩთან შეხვედრისას აზერბაიჯანის მხარემ უკმაყოფილება გამოხატა ირანის მიერ აზერბაიჯანთან მიმართებით ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების გამო.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანელი დიპლომატების საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიურ სტატუსთან და ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები