უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან და პოლონეთთან არსებული საზღვრის მონაკვეთი დაათვალიერა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან და პოლონეთთან არსებული საზღვრის მონაკვეთი დაათვალიერა. ამის შესახებ მან „ტელეგრამის“ გვერდზე თავად დაწერა.

„საზღვარი ბელარუსთან და პოლონეთთან. ჩემთვის პატივია დღეს აქ ვიყო, მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის, ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის ბახმუტში. ვიცი, როგორ ძლიერად იდექით იქ და გეჭირათ ბახმუტი“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მან ამასთან აღნიშნა, რომ უკრაინელები ამაყობენ ძლიერი მესაზღვრეებით.

„შეინარჩუნეთ ძალა, სამართლიანობა და მრისხანება, რომელიც გვაქვს ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს დაცვისას. ყველას გისურვებთ მხოლოდ გამარჯვებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ქვეყნის მეთაურის პრესსამსახურმა განმარტა, ზელენსკი გაეცნო სახელმწიფო საზღვრის მოწყობას ამ მიმართულებაზე. უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტს მოახსენეს, რომ უკრაინის საზღვრის დაცვის უზრუნველყოფისა და ბელარუსის ტერიტორიიდან მოწინააღმდეგის შესაძლო შემოჭრის მოგერიების მზადყოფნისთვის ხდება საინჟინრო ბარიერების მოწყობა, ფორტოფიკაცია და ვიდეომეთვალყურეობა.

მესაზღვრეებმა პრეზიდენტს გააცნეს სამუშაოს მოცულობა, რომელიც 2022 წლის დასაწყისიდან ბელარუსთან უკრაინის საზღვრის გასამაგრებლად გატარდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები