აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხური მხარის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა
სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა, ბასარკეჩარის [ვარდენისი] რაიონის ზოდის მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, სროლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო თავის არეში მძიმედ დაიჭრა. ის სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს. ამ განზრახ ჩადენილ პროვოკაციაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“,
- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით ვითარება კიდევ უფრო დაამძიმეს და აზერბაიჯანის პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

„აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს“,
- აცხადებენ უწყებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები