პაკისტანის ყოფილ პრემიერს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ
პაკისტანში კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლებენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„სასამართლომ ორკვირიანი გირაო გამოსცა”, - განუცხადა ჟურნალისტებს ხანის ადვოკატმა, ფეისალ ჩაუდრიმ.

გუშინ, უზენაესმა სასამართლომ იმრან ხანის დაპატიმრება უკანონოდ ცნო.

პაკისტანის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით ისლამაბადის უმაღლეს სასამართლოში ერთი კვირის წინ დააკავა. მის დაკავებას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და შეტაკებები მოჰყვა. მედიის ინფორმაციით, დაპირისპირებას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო ქვეყანაში 1 400-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები