ევროვიზია 2023 შვედმა მომღერალმა მოიგო
ევროვიზიის სიმღერის კონკურსში შვედმა მომღერალმა Loreen-მა გაიმარჯვა სიმღერით "Tattoo", რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა აუდიტორიის კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ და 583 ქულა დააგროვა.


ევროვიზიარზე ეს მომღერლისთვის მეორე გამარჯვებაა - პირველად მან 2012 წელს მოიგო სიმღერის კონკურსი სიმღერით „Euphoria“.

მეორე ადგილი კონკურსში დაუკავა ფინელმა მომღერალმა Käärijä-მ - 37 ქვეყნის მაყურებელმა და ჟიურიმ მისი კომპოზიცია 526 ქულით შეაფასა. ხოლო მესამე ადგილი ერგო ისრაელელ მომღერალს ნოა კირელს, რომლის სიმღერამ 362 ქულა დააგროვა.

მეექვსე ადგილზე გავიდა კონკურსის უკრაინელი მონაწილე ჯგუფი TVORCHI.



2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra იყო სიმღერით Stefania. კონკურსის წესების მიხედვით, მომავალი ევროვიზია უკრაინაში უნდა გამართულიყო, თუმცა ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო, ფესტივალი წელს ლივერპულში ჩატარდა.

რუსეთმა წელს, ისევე როგორც შარშან, ევროვიზიაში მონაწილეობა არ მიიღო - კონკურსის ორგანიზატორებმა კვლავ გადაწყვიტეს არ მოეწვიათ ქვეყანა უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო. ევროვიზიაში არც ბელარუსი მონაწილეობდა.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები