აშშ-ის მონტანას შტატში „ტიკტოკის“ გამოყენება მომავალი წლიდან აიკრძალება
აშშ-ის მონტანას შტატში „ტიკტოკის“ გამოყენება მომავალი წლიდან აიკრძალება. მონტანას გუბერნატორმა აღნიშნულ კანონს ხელი უკვე მოაწერა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ჩინეთის მიერ სავარაუდო სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისგან მოსახლეობის დასაცავად მიიღეს.

მონტანაში მოსახლეობა ვეღარ შეძლებს „გუგლიდან“ და „ეფლიდან“ „ტიკტოკის“ აპლიკაციის ჩამოტვირთვას, თუმცა არ დაწესდება ჯარიმა იმ პირების მიმართ, რომლებიც აპლიკაციას იყენებენ.

გადაწყვეტილების საპასუხოდ „ტიკტოკმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ტიკტოკის“ უკანონო აკრძალვით ირღვევა მონტანას მცხოვრებლების უფლებები“. ამასთან, კომპანია „განაგრძობს მუშაობას მომხმარებლების უფლებების დასაცავად მონტანის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“.

აშშ-ის ოფიციალური პირების მხრიდან „ტიკტოკის“ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აპლიკაციაზე ჩინეთის მთავრობის პოტენციურმა გავლენამ გამოიწვია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები