ნიკოლ ფაშინიანი - 25 მაისს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის შუამავლობით სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
ერევანი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შეხვედრის შესახებ წინადადებას დათანხმდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 18 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მიიღეს შემოთავაზება, 25 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით, მოსკოვში, სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ და ამ შეთავაზებას დათანხმდა.

ასევე, მისი თქმით, 19 მაისს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იგეგმება შეხვედრა, რისთვისაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის დედაქალაქში უკვე ჩაფრინდა.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ 1-ელ ივნისს კიშინიოვში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ხუთმხრივი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის მონაწილეობით.

„მსგავსი ხუთმხრივი შეხვედრა ასევე დაგეგმილია ოქტომბერში გრანადაში. შემდეგი სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში ივლისშია დაგეგმილი“,
- აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები