თურქული მედია - დათვლილი ხმების 71%-ის მიხედვით არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს
დათვლილი ხმების 71%-ის მიხედვით, თურქეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ხმების 71.45% არის დათვლილი. ერდოღანს ამ მომენტისთვის ამომრჩეველთა ხმების 54.37% აქვს, მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 45.63%.

ამომრჩეველთა აქტიურობა 85.07%-ს შეადგენს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები