ენტონი ბლინკენი - აშშ ელოდება, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს კვირებში მოხდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები მოელის, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს კვირებში დასრულდება.

”ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს შეიძლება ასე იყოს და ასეც უნდა იყოს, ველით, რომ ასე იქნება”, - აღნიშნა ბლინკენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, "მიზანშეწონილია", რომ ნატო-ს თითოეულმა წევრმა გამოთქვას თავისი აზრი ალიანსში ახალი წევრების გაწევრიანებაზე.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ფინეთი და შვედეთი აიძულა, უარი ეთქვათ ნეიტრალიტეტზე და ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი შეეტანათ. ფინეთი 4 აპრილს ნატოს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები