სროლა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანული დროშის აღმართვის გამო
სომხეთის საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროების ჯგუფი დღეს, 15 ივნისს დილით, დაახლოებით, 08:40 საათზე შეეცადა სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დროშა აღემართათ.

“სომხეთის მიერ მიღებული ზომების შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილება და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროშის მოწყობის მცდელობა აღკვეთილია”, – ნათქვამია სომხეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობაში.

აღნიშნულ ინციდენტზე, დღესვე აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის პოზიციებს ლაჩინის დერეფანში მოწყობილი გამშვები პუნქტის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნა მას შემდეგ, რაც გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანული დროშის აწევის ყოველდღიური ცერემონია დაიწყო. სროლის შედეგად კი, როგორც აზერბიჯანული მხარე აცხადებს, აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიჭრა.

“ეს სამხედრო პროვოკაცია, აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეეგ აგრესიით, მიმართულია იმაზე, რომ დაბრკოლებები შეუქმნან გამშვებ პუნქტს და ხელი შეუშალონ სომეხი მოსახლეობის თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდებას. მსგავსი სამხედრო პროვოკაციები აღკვეთილი იქნება და სომხური მხარის მცდელობები, ხელი შეუშალონ აზერბაიჯანის სომეხ მოსახლეობას ჩვენს საზოგადოებაში რეინტეგრაციას, წარმატებას ვერ მიაღწევს”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანმა, მთიან-ყარაბაღსა და სომხეთს შორის ერთადერთი გზის – ლაჩინის კოროდორის ჩაკეტვიდან ნახევარი წლის შემდეგ გამშვები პუნქტი დადგა და აცხადებს, რომ ყარაბაღელი სომხები მხოლოდ მათი კონტროლქვეშ შეძლებემ გადაადგილებას. თუმცა, ადგილობრივთა მონაყოლით, არ არსებობს რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა სტეპანაკეტრიდან ერევანში და ლაჩინის კორიდორის კვეთა მხოლოდ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მანქანებისთვის არის შესაძლებელი. დე ფაქტო ყარაბაღში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანი, გამშვები პუნქტის ჩადგმით, ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას თვალი აუხვიოს, თუმცა, რეალურად, მისი გადაკვეთა მოქალაქეებისთვის უკიდურესად გართულებულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები