უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 20-ვე დრონი და ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, რუსების მიერ 15 ივნისის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 20-ვე დრონი, 4 ფრთოსანი რაკეტიდან ერთი და Orlan-10 ტიპის სადაზვერვო დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინას Х-101/Х-555 ტიპის ფრთოსანო რაკეტებით, ასევე Shahed -136/131 დრონებით დაესხნენ თავს. რაკეტები Tu-95ms ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებით კასპიის ზღვიდან გაუშვეს. ერთ-ერთი რაკეტა უკრაინელებმა გაანადგურეს, დანარჩენი კი დნეპროპეტროვსკის ოლქში სამრეწველო ობიექტებს მოხვდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან გაუშვეს და უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს.

გარდა ამისა, უკრაინელმა დამცველებმა Orlan-10 ტიპის სადაზვერვო დრონი გაანადგურეს, რომელიც საჰაერო დაზვერვას აღმოსავლეთის მიმართულებით ახორციელებდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები