ხმელთაშუა ზღვაში გემის ამობრუნების შედეგად 300-ზე მეტი პაკისტანელი დაიღუპა
14 ივნისს საბერძნეთის სანაპიროსთან მიგრანტებით გადატვირთული სათევზაო გემის ამობრუნების შედეგად პაკისტანის 300-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.

ინფორმაცია დაღუპული ადამიანების რაოდენობის შესახებ პაკისტანის სენატის თავმჯდომარემ, მუჰამად სადიქ სანჯრანმა 18 ივნისს გაავრცელა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა 19 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

პაკისტანი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია. იმ პაკისტანელების რაოდენობა, რომლებიც უკეთესი მომავლის საძიებლად ევროპისკენ მიმავალ სახიფათო გზებს გადიან თანდათან იზრდება.

საბერძნეთის ხელისუფლებას ქვეყნის სანაპიროსთან მიგრანტებით გადატვირთული გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დაუსახელებია. ინციდენტი შესაძლოა ხმელთაშუა ზღვის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად იქცეს. გემზე 750 კაცი, ქალი და ბავშვი იმყოფებოდა.

წყარო: tabula.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები