“დასავლეთს გულწრფელი სურვილი არ აქვს, დაეხმაროს ბაქოს და ერევანს”
“ვიმედოვნებთ, ბაქოსა და ერევანში ჩვენს პარტნიორებს ესმით, რომ დასავლეთს გულწრფელი სურვილი არ ამოძრავებს, დაეხმაროს მათ შორის ურთიერთობების მშვიდობიან დარეგულირებას” – განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მინსკში „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ОДКБ) სხდომის შემდეგ მედიას.

“სამწუხაროდ, რასაც დღეს აშშ და ევროკავშირი აკეთებენ, რეგიონში შემოღწევისა და რუსეთის კანონიერი ინტერესების განდევნის სურვილს უფრო ვხედავთ, ვიდრე მოლაპარაკებებში დახმარების”.

მისივე თქმით, მოსკოვი არაა წინააღმდეგი, საერთაშორისო მოთამაშეებმაც მოსინჯონ ძალები შუამავლად.

“თუმცა მთავარია, ამ შუამავლობის მიზანი იყოს ისეთი შეთანხმებების უზრუნველყოფა, რომელიც ორივე ქვეყნის ხალხისა და სახელმწიფოს ინტრესების ბალანსს ასახავს”.

ასევე ლავროვი ამბობს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უერთიერთობების ნორმალიზებას საფუძველი, ვლადიმერ პუტინის ჩარევით, 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილმა სამმხრივმა განცხადებამ ჩაუყარა.

ის, რომ დასავლეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით ცდილობს განდევნოს რუსეთი რეგიონიდან, ამის შესახებ მოსკოვი ხშირად საუბრობს.

მოსკოვის პარალელურად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირ კომუნიკაციისა და დიალოგის ორგანიზებას უწევენ ევროსტრუქტურები და ევროპელი ლიდერები. დასავლეთის ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში განსაკურებით გაიზარდა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ. ამასთან, სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები