პარიზში ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 17:00 საათზე პარიზის მეხუთე ოლქში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Liberation-ი და პარიზის პოლიცია იუწყება.

სულ მცირე ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

სენტ-ჟაკზე აფეთქებულ შენობაში ამერიკული აკადემია, მოდის და არქიტექტურის სკოლაა განთავსებული.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები