კიევში 16-სართულიან კორპუსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
კიევში, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირია და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად.

„დნეპროვსკის რაიონში, მალიშკოს ქუჩაზე, 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, პირველადი ინფორმაციით, გაზის, რასაც სტრუქტურების ნგრევა მოჰყვა“,
- აცხადებენ უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, 16 სართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად 4 ბინა განადგურდა, 6 კი დაზიანდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები