ვლადიმერ პუტინი - შეიარაღებული ამბოხი ქვეყნის ღალატია
ამბიციებმა და პირადმა ინტერესმა ეს ხალხი ქვეყნის ღალატამდე მიიყვანა. შეიარაღებული ამბოხი ქვეყნის ღალატია, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენი ხალხი და სახელმწიფოებრიობა ნებისმიერი გამოწვევისგან უნდა ვიხსნათ, მათ შორის ღალატისგან, და, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე, ეს ზუსტად ღალატია. ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა ეს ხალხი ქვეყნის ღალატამდე მიიყვანა“,
- განაცხადა პუტინმა.

ამასთან, თავის მიმართვაში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარმა უკვე მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ.

„ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“
, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები