პუტინი “ვაგნერის” მებრძოლებს მიმართავს: სამი არჩევანი გაქვთ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 24 ივნისის არშემდგარი ამბოხის შემდეგ პირველად გამოჩნდა. მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც არ ახსენა ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარი, თუმცა გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორებს “მოღალატეები” უწოდა.

“ვაგნერის” იმ მებრძოლებს, რომლებიც “შეჩერდნენ და სისხლისღვრაზე უარი თქვეს”, მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, “ვაგნერელებს” სამი არჩევანი აქვთ: მათ შეუძლიათ კონტრაქტი გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან, უარი თქვან ბრძოლაზე და დაბრუდნენ სახლებში ან წავიდნენ ბელარუსში.

“არჩევანი თქვენზეა, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება არჩევანი იმ მეომრებისა, რომლებმაც გააცნობიერეს საკუთარი შეცდომა”, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, “ვაგნერის” მებრძოლების გამოყენება სამხედრო გადატრიალების მოსურნეებმა სცადეს.

როგორც წესი, პუტინი სახელით და გვარით არ მოიხსენიებს თავის მტრებს, მაგალითად, ალექსეი ნავალნის ბლოგერს უწოდებდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები