ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ეს განხორციელდეს - ზახაროვა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე
„რუსეთი მიმართავს ყველა ძალისხმევას მსხვილმასშტაბიანი საგზაო რუკის ასამოქმედებლად, რომელიც დასახულია“ , – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ შეკითხვას რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.

სომხური მედიის ინფორმაციით, შეკითხვა შეეხებოდა იმას, ართულებს თუ არა ამ პროცესს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მზაობა, რომ გახსნას კავშირი ქართულ მხარესთან.

„ეს საგზაო რუკა, ასე რომ ვთქვათ, მოიცავს დოკუმენტების ხელმოწერას სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების მთავრობებს დაქვემდებარებული შესაბამისი კომისიების დონეზე. ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ეს განხორციელდეს“, – ციტირებს ზახაროვას კომენტარს სომხური მედია.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები