მედია - უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესდა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, პერსონალური სანქციები ავიაკომპანიის დამფუძნებელს - თამაზ გაიაშვილსაც დაუწესდა.

„კერძოდ, შეზღუდვები აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიის გავლით ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და საფინანსო ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები