Azimuth საქართველოში რეისების რაოდენობას აორმაგებს
რუსული ავიაკომპანია, Azimuth 5 ივლისიდან მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების რაოდენობას გააორმაგებს. ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, Azimuth airlines აცხადებს, რომ „ვნუკოვოდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ფრენები დღეში ორჯერ შესრულდება. თუკი ამჟამად რეისები ყოველ დილით სრულდება, 5 ივლისიდან განრიგს საღამოს რეისიც დაემატება.“

კომპანიის ცნობით, რეისები ყოველდღიურად შესრულდება.

ცნობისთვის: ავიაკომპანია Azimuth პირველი რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს მას შემდეგ ასრულებს, რაც პუტინმა 10 მაისის განკარგულებით რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგო მოხსნა. Azimuth საქართველოში 19 მაისიდან დაფრინავს. 2022 წლის 19 ოქტომბრიდან Azimuth Airlines უკრაინის ხელისფლებამ სასანქციე სიაში შეიყვანა. სანქციების დადების საფუძვლად დასახელებულია ის, რომ „კომპანია რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში ოპერირებს და მისთვის მაღალმატერიალურ, კერძოდ ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვა მომსახურებას უზრუნველყოფს, რაც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.“ უკრაინამ Azimuth Airlines-თან ერთად, ასვე, დაასანქცირა ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი, პაველ ეკჟანოვი, Azimuth Airlines-ის თანამფლობელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ვიტალი ვანცევი და ავიაკომოანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პაველ უდოდი.
ამასთან, კიდე ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის საქართველოში შემოსვვლა საბოლოდ გადაწყდა. ავიაკომპანია მოსკოვიდან ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 10 და 11 ივლისიდან შეასრულებს. რუსული გადამზიდავის ოფიციალურ ვებგვერდ flyredwings.com-ზე ბილეთები უკვე იყიდება. Azimuth-ის მსგავსად, უკრაინის ხელისფლების მიერ Red Wings-იც სანქცირებულია. ავიკომპანია ანექსირებულ ყირიმში ფრენების გამო ჯერ კიდევ 2021 წლის 24 ივნისიდან არის დასანქცირებული. სიმფეროპოლის, ისევე, როგორც სანქტ-პეტერბურგის აეროპორტები Red Wings-ის დამატებითი ჰაბია. ასევე, სანქცირებულია ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ევგენი კლიუჩარევი, რომელიც უკრაინამ სასანქციე სიაში გასული წლის 19 ოქტომებრს შეიყვანა.

Red Wings Airlines რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ნაწილია, რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სასანქციე სიაში გასული წლის ივნისის ბოლოდანაა. აშშ-ის ხაზინა მაშინ აცხადებდა, რომ „ყველა ორგანიზაცია, რომელიც 50%-ით ან მეტად პირდაპირ თუ ირიბად „როსტეხს“ ეკუთვნის, რომც არ იქნეს იდენტიფიცირებული, დაიბლოკება. ასევე, 2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შემოჭრიდან მეორე დღესვე, „როსტეხი“ ევროკავშირის ყველა ქვეყნის სანქციების სიაში მოხვდა. „როსტეხი“ დიდი ბრიტანეთმა, კანადამ, შვეიცარიამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, უკრაინამ და ახალმა ზელანდიამაც დაასანქცირა.

როგორც Azimuth-ის, ისე Red Wings-ის ფლოტის Sukhoi Superjet 100-ის (SSJ-100) მოდელის თვითმფრინავებს ფრენის რესურსი ერთ წელიწადში ეწურებათ.

წყარო: BPN

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები