აშშ-ში მასობრივი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა. CNN-ის ცნობით, დაშავებულები 2 და 13 წლის ბავშვები არიან.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი ადამიანი : მთავარი ეჭვმიტანილი და პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, საპასუხო ცეცხლი გახსნა. გამომძიებლებმა ჯერჯერობით არ იციან, რა გახდა სროლის მიზეზი.

CNN-ის ინფორმაციით, წელს აშშ-ში სულ მცირე 339 მასობრივი სროლა მოხდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები