საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მასობრივი არეულობის დასრულების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რამდენიმე შედარებით მშვიდობიანი ღამის მიუხედავად, ქვეყანაში მასობრივი არეულობის დასრულების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია.

მისივე თქმით, საფრანგეთს წინ ბასტილიის აღების დღე (საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული) ელოდება.

„მე არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკან არის. ვნახოთ, რა გველის 13 და 14 ივლისს და ასევე მომდევნო თვეებში", - აღნიშნა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში გასული ღამე საფრანგეთში ყველა მშვიდი აღმოჩნდა, თუმცა ადგილი მაინც ჰქონდა ხანძრებს და ასევე დაკავებული იქნა 72 ადამიანი.

საფრანგეთის შსს-ს ინფორმაციით, 27 ივნისიდან დაწყებული, ქვეყანაში არეულობების 3 500 მონაწილე არის დაკავებული, დაიწვა თითქმის 6000 ავტომანქანა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები