მოლდოვის პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილის კადრების ჩვენებამ ღრმად აღმაშფოთა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ უზრუნველყოს საზღვარგარეთ მისი მკურნალობა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.

„მიხეილ სააკაშვილის კადრების ჩვენებამ ღრმად აღმაშფოთა. გავრცელებული კადრები მოწმობს იმაზე, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მის მდგომარეობას პრიორიტეტული ყურადღება მიაქციოს და სასწრაფოდ უზრუნველყონ საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობა“,
- განაცხადა მაია სანდუმ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები