იენს სტოლტენბერგი - ბელარუსში „ვაგნერელების“ მხოლოდ მცირე რაოდენობა ჩავიდა
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბელარუსში გასამხედროებული დაჯგუფება „ვაგნერის“ მებრძოლების მხოლოდ მცირე რაოდენობა ჩავიდა.

"ჩვენ ვნახეთ გარკვეული მზადება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალების განლაგებისთვის. ამ დროისთვის, ჯერჯერობით, არ გვინახავს, რომ ბევრი მათგანი ჩავიდა. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც ბელარუსში ხდება", - განაცხადა სტოლტენბერგმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები აგრძელებენ მოქმედებებს აფრიკაში. ამავდროულად, მათი ნაწილი უკრაინაშია, მაგრამ არა ფრონტის ხაზზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები