­როგორ გამოიყურება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სასახლე, სადაც ჩხრეკის დროს გადამალული სიმდიდრე აღმოაჩინეს (+ფოტო)
5 ივლისის, საღამოს, მედიაში კერძო სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სასახლის შიდა ინტერიერის ამსახველი ფოტოები გახდა საჯარო. ჩხრეკის შედეგად, ვილაში აუარება სიმდიდრე და სხვა საინტერესო ნივთმტკიცებები აღმოაჩინეს.

სანქტ-პეტერბურგში მდებარე ვილაში ჩხრეკა სავარაუდოდ, 24 ივლისს მოხდა, თუმცა ფოტოები მხოლოდ გუშინ გახდა საჯარო. როგორც რუსული forbes წერს, სამართალდამცველებმა იქ ყუთებში შენახული დიდი რაოდენობით ნაღდი ფული - 10 მილიარდი რუბლი, რამდენიმე სახის იარაღი და ვაზნა, პასპორტები, პარიკები, ოქროს ზოდები და სხვადასხვა ვალუტის ფული აღმოაჩინეს. ცნობილი გახდა, რომ ჩხრეკისას ამოღებული თანხა და აღჭურვილობა მფლობელს დაუბრუნდა.

პრიგოჟინის სასახლე დაახლოებით 1,5 ჰექტარ ფართობზე არის გაშენებული.


შიდა ინტერიერს მარმარილო და ხე ამშვენებს. დახურული აუზი, ჯაკუზი და მისაღები კი თანამედროვე დიზაინში არის გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ჩინოსნების წინააღმდეგ ე.წ. "სამართლიანობის მარში" გამართა. მისი დაჯგუფება გამოიყვანა უკრაინის ტერიტორიიდან და რუსეთის ქალაქები - როსტოვი და ვორონეჟი აიღეს. თუმცა მოგვიანებით, “ვაგნერმა“ პოზიცია შეცვალა, მათ რუსეთის ტერიტორია დატოვეს და ბელორუსში გადავიდნენ.

შეიარაღებული აჯანყებისთვის (სსკ-ის 279-ე მუხლის თანახმად) პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რის შემდეგაც მის უძრავ ქონებაში ჩხრეკა განხორციელდა. 24 ივნისს ხელისუფლებამ ასევე დაარბია პრიგოჟინის ოფისი პეტერბურგში.

თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, 27 ივნისს ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიხურა და მას ჩხრეკისას ამოღებული ფული და სიმდიდრე დაუბრუნეს.




პრიგოჟინის ვილაში ანტიკვარული ავეჯი, ბილიარდის მაგიდა და გასართობი სივრცე ცალკე არის გამოყოფილი. იქვე არის სალოცავი ოთახი, მარმარილოთი გაფორმებული ჰოლი, საუნა, ჯაკუზი, შიდა აუზი, სამედიცინო ოთახი და ინტენსიური რეანიმაციისთვის განკუთვნილი სამედიცინო აღჭურვილობა. გარე სივრცეში მოწყობილია რამდენიმე ავტომობილისთვის განკუთვნილი სადგომი და მცირე ზომის აეროდრომი მდებარეობს.









წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები