მაიკ პენსი - თუ უკრაინა ომს წააგებს, აშშ-ს შესაძლოა რუსეთთან საბრძოლველად თავისი ჯარისკაცების გაგზავნა მოუწიოს
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინის ძალებთან საბრძოლველად ჯარების გაგზავნა დასჭირდეს, თუ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს წააგებს.

პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატის შეფასებით, „რაც ახლა უკრაინაში ხდება არ არის მხოლოდ ომი, არამედ ბოროტებაა“.

„ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია მივცეთ უკრაინელ სამხედროებს ის მხარდაჭერა, რაც საბრძოლველად და რუსული შეჭრის მოსაგერიებლად სჭირდებათ. ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ძალიან დიდი დრო არ გავა, სანამ რუსი სამხედროები გადაკვეთენ საზღვარს, სადაც ჩვენ მოგვიწევს ჩვენი მებრძოლების მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა”,
- აღნიშნა პენსმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები