ჩინეთში, საბავშვო ბაღში მამაკაცმა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, ცივი იარაღით მოკლა
ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში, საბავშვო ბაღში ცივი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 6 ადამიანი მოკლა და ერთი დაჭრა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულია 3 ბავშვი, ერთი პედაგოგი და 2 მშობელი.

სამართალდამცავებმა 25 წლის მამაკაცი დააკავეს.

თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია. პოლიციამ მომხდარი „განზრახ თავდასხმად“ შეაფასა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები