„ბილდი“ - აშშ და გერმანია ნატო-ში უკრაინის წევრობას დაბლოკავენ
აშშ და გერმანია ნატო-ში უკრაინის წევრობას დაბლოკავენ, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს, გაუხსნას გზა უკრაინას ნატო-სკენ.

„ბილდი“ იმოწმებს ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციას, რომ გერმანია ემზადება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მოთხოვნის დასაბლოკად.

როგორც მედია წერს, ქვეყანამ ოფიციალურად უნდა სთხოვოს ნატო-ს, შეუძლია თუ არა მას გაწევრიანება, ვიდრე პროცესი დაიწყება.

„ბილდის“ ინფორმაციით, სწორედ ამისთვის ემზადება უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე.

„სწორედ ამ ოფიციალური თხოვნის აღკვეთა სურს ნატო-ს ზოგიერთ მნიშვნელოვან ქვეყანას, უპირველეს ყოვლისა, გერმანიას და აშშ-ს. სამწუხაროდ, ისინი აქ ერთად იყრიან თავს. ბერლინს და ვაშინგტონს სურდათ საბოლოო განცხადება, რომელიც არ სცდება 2008 წელს ბუქარესტში გაკეთებულ განცხადებას“, – წერს „ბილდი“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები